ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრი „ბეკარი“

პირველად საქართველოში და ამიერკავკასიაში გაიხსნა ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრი „ბეკარი“.

ცენტრის მიზანია ინდივიდების და ჯგუფების ფსიქიკურ ჯანმრთელობზე ზრუნვა, ფიზიკური და ფსიქოლოგიურ მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ზოგადი კეთილდღეობის ხარისხის გაზრდა.

ჩვენი ცენტრის მეთოდიკა ძირითადად ეყ დნობა ნორდოფ-რობინსის მუსიკალრი თერაპიის იმპროვიზაციის მეთოდს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყელაზე აპრობირებულია. თერაპიული პროცესი დამყარებულია ინდივიდი, ან ჯგუფის და მუსიკათერაპევტის მუსიკალურ დიალოგზე.

 

მუსიკათერაპიის პროცესში ჩართვა არ მოითხოვს მუსიკალურ განათლბას, ნიჭს, ან რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის ცოდნას.

მუსიკათერაპია მუშაობს ისეთ სითულეებთან, როგორიცაა: ბულინგი, ძალადობრივი ქცევები და ა.შ. ასევე, შემდეგი ტიპის მდგომარეობებთან და დარღვევებთან, როგორიცაა:

  • აუტისტური სპექტრის აშლილობა

  • დაუნის სინდრომი

  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

  • ქცევითი აშლილობა

  • დასწავლის უნარის დარღვევა

  • გონებრივი ჩამორჩენილობა

  • მენტალური დარღვევები

  • გაფანტული სკლეროზი

  • ინსულტი

  • ქრონიკულ ტკივილთან დაკავშირებული მდგომარეობები

  • პათოლოგიური დამოკიდებულებები ნივთიერებებზე და აზარტულ თამაშებზე

  • პოსტ ოპერაციული და პოსტ ქიმიოთერაპიული ონკო-გინეკოლოგიური მდგომარეობა

  • და სხვ.

მუსიკათერაპია წარმატებით გამოიყენება ჯანმრთელობისმენეჯმენტის კუთხით. მუსიკათერაპია ამცირებს: სტრესს, შფოთვას, ტკვილს. აუმჯობესებს და ხელს უწყობს ჯანსაღი, პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ბავშვსა და მშოლებს, ოჯახის წევრებს შორის.

ბეკარის კარი ყველასთვის ღიაა!

მის: ვაკე, ტ.ტაბიძის N:106

ტელ: 032 2 19-34-34

ელ-ფოსტა: info@bekari.ge

5.jpg

CSR

14 ოქტომბერი 2020

მონაკოს პრინცესას საქველმოქმედო ვიზიტი საქართველოში ფონდ „აი იას“ ეგიდით

Piicture1.jpg

მეღვინეობა

28 სექტემბერი 2020

"შილდას" საერთაშორისო ჯილდო

Visit_Picture3.png

მეღვინეობა

27 ივლისი 2020

ევროკავშირის ელჩის ვიზიტი შილდაში