ევროკავშირის ელჩის ვიზიტი შილდაში

სმარტ კაპიტალის ჯგუფში შემავალ კომპანია „მეღვინეობა შილდაში“ მთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. მეღვინეობას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბატონი კარლ ჰარლცელი სტუმრობდა, რომელმაც ენერგოეფექტური სტანდარტით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერა, გაიცნო ქარხანაში მომუშავე გუნდი და დააგემოვნა წარმოდგენილი პროდუქცია. ვიზიტის ფარგლებში, ღონისძიებაზე ქართული მრავალხმიანი კომპოზიციები შესრულდა მუსიკალური გუნდის „შილდას“ მიერ, რამაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმრებზე.
 

როგორც იცით, „მეღვინეობა შილდამ“ ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით 2019 წლის რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით ენერგო ეფექტური კომპანიის ჯილდო მოიპოვა. ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით შეძენილმა ენერგო ეფექტურმა აღჭურვილობამ მეღვინეობაში:

  • 60%-ით შეამცირა მოხმარებული ენერგია

  • ხელი შეუწყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას

  • მოხდა მოხმარებული ენერგიის საგრძნობლად შემცირება
     

ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისათვის. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია მენეჯმენტის და კომპანიაში დასაქმებული თითოეული თანამშრომლის როლი, რომელთა დაუღალავი შრომით საუკეთესო შედეგი იქნა მიღწეული.

5.jpg

CSR

14 ოქტომბერი 2020

მონაკოს პრინცესას საქველმოქმედო ვიზიტი საქართველოში ფონდ „აი იას“ ეგიდით

Bekari_Picture4.png

CSR

4 ოქტომბერი

"ბეკარი" გაიხსნა

Piicture1.jpg

მეღვინეობა

28 სექტემბერი 2020

"შილდას" საერთაშორისო ჯილდო