მონაკოს პრინცესას საქველმოქმედო ვიზიტი საქართველოში

ფონდ „აი იას“ ეგიდით

საქართველოს არა ოფიციალური ვიზიტით მონაკოს პრინცესა, შარლინ უოტსტოკი და მონაკოს სამეფო დელეგაცია სტუმრობს. პრინცესას ვიზიტი მიმდინარეობს, ფონდ „აი იას“ ეგიდით, რომელიც შეიქმნა სმენადარღვეული ბავშვების რეაბიიტაცია-აბილიტაციასათვის. მისი დამფუძნებელი გახლავთ ვანო ჩხარტიშვილი და მისი მეუღლე ნანა გოთუა. ფონდი უკვე წლებია ემსახურება სმენადაქვეითებული ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესების და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს.

 

ვიზიტის ფარგლებში პრინცესამ მის მასპინძელთან - ფონდ „აი იას“ დამფუძნებლებთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ასევე სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში მდებარე სპორტული კომპლექსი და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი დაათვალიერა.

 

საპატიო სტუმართა შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობადასპორტი“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი ჟოელ ბუზუ და მონაკოს სამთავროს შინაგანსაქმეთა სამინისტროს განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის დირექტორი იზაბელ ბონალი.

 

დელეგაციის წევრები სპორტულ კომპლექსში მდებარე რაგბისა და ფეხბურთის მოედნებზე ახალგაზრდა სპორტსმენების ვარჯიშს დაესწრნენ. მონაკოსსამთავროსსახელით, პრინცესამ სარაგბო კლუბს მიკროავტობუსი გადასცა.

 

ვიზიტი საქველმოქმედო ფონდ „აი ია“-ში დასრულდა, სადაც მის უდიდებულესობას ფონდის დამფუძნებლებისგან გადაეცა ბორდის საპატიო წევრობის სიგელი, დასტურად და მადლიერების გამოსახატავად იმ ზრუნვისთვის, რომელსაც პრინცესა ახორციელებს თავის საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში. პრინცესას აგრეთვე გადაეცა ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“, ვინაიდან ფონდი „აი ია“ იზიარებს და ამ ფორმით მადლიერებას გამოხატავს მისი მხარდაჭერისთვის და წვლილისთვის ბავშვთა დაცვისა და მათი ზრუნვის საკითხებში.

Bekari_Picture4.png

CSR

4 ოქტომბერი

"ბეკარი" გაიხსნა

Piicture1.jpg

მეღვინეობა

28 სექტემბერი 2020

"შილდას" საერთაშორისო ჯილდო

Visit_Picture3.png

მეღვინეობა

27 ივლისი 2020

ევროკავშირის ელჩის ვიზიტი შილდაში