ჩვენი ისტორია

„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ წარმატების ისტორია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. ჰოლდინგის ზრდა და განვითარება კი, საინვესტიციო მიმართულების შექმნით დაიწყო. ახალგაზრდა, პროფესიონალი გუნდის მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების პარალელურად, სხვადასხვა დივერსიფიცირებული მიმართულებების შექმნა და მოდერნიზება მოხდა. მას შემდეგ,  ჯგუფს ბევრი საინტერესო პროექტი და კომპანია შეემატა, როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ და საერთაშორისო ბაზარზე. 

 

 „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ კვალიფიციურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებსა და წარმატებულ კომპანიებს აერთიანებს. ქმნის სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს შესაძლებლობებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ჯგუფი მუდმივად ვითარდება და ნებისმიერი ინვესტორისთვის სტაბილური და სანდო პარტნიორია. ჯგუფმა წლების განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი მონაწილეობით, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და ჯანსაღი სამუშაო გარემო შეიქმნა. ჰოლდინგის საინვესტიციო აქტივები საკმაოდ მრავალფეროვანია და  ისეთ ბიზნეს მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: ენერგეტიკა და ნავთობპროდუქტები, უძრავი ქონებისა და სასტუმროების დეველოპმენტი და მართვა, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის სრული მენეჯმენტი, ტექნოლოგიები, წარმოება, ლოგისტიკა და სხვა.
 

„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ ახალ საინვესტიციო პარტნიორებთან ურთიერთობისათვის და მათთან პროექტებისა, თუ საინტერესო  ინიციატივების განსახილველად მუდამ მზად არის.

DSC_8604w.jpg

ჩვენი ღირებულებები განაპირობებს ჩვენ ქცევებს და გადაწყვეტილებებს

im-41548.jpg

ნდობა და სატაბილურობა

ჩვენი გუნდი დაპირებებშიც გულწრფელია. თანამშრომლებს, მომხმარებლებსა და ინვესტორებს პატივისცემით ვეპყრობით.

ვართ სანდო პარტნიორი, სტაბილური დამსაქმებელი და ძლიერი კომპანია, სადაც მაქსიმალურად დაზღვეული რისკები ნდობისა და სტაბილურობის გარანტიას წარმოადგეს.

ლიდერობა და დივერსიფიკაცია

ლიდერობა და დივერსიფიცირება ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად, თითოეული წევრი დაუღალავად შრომობს და თვითგანვითარებაზეა ორიენტირებული. 

გვჯერა, რომ დინამიურად და სწრაფად მზარდ ეკონომიკურ რეალობაში, მრავალფეროვანი ბიზნეს მიმართულებების განვითარებით, მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს ვაკეთებთ.

Capture0026_x.jpg.jpg
DSC_1682_edited.jpg

ზრუნვა და განვითარება

ჩვენი მიზანი წინსვლა, განვითარება და ერთმანეთზე ზრუნვაა. თანამშრომლებზე, მომხმარებლებზე, ინვესტორებზე, პარტნიორებზე ზრუნვა,  ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ვაფასებთ ძველს და ვანვითარებთ მას ახალი ინიციატივებით, პროექტებით, ხედვებით. 

გვჯერა, რომ ამგვარი დამოკიდებულებით ახალი თაობისთვის ვქმნით შესაძლებლობებს, რომელშიც საუკუნოვანი ტრადიცია გრძელდება და ვითარდება. ვცდილობთ,  ჩვენი ჯგუფი თითოეული წევრისთვის იყოს მეტი, ვიდრე დამსაქმებელი და კომპანია.

საქმის სიყვარული

გვჯერა, რომ როცა შენი საქმე გიყვარს და იცი, რასაც აკეთებ, რატომ აკეთებ, როგორ აკეთებ, მაშინ ყველაფერს შეძლებ. 

დაგროვილი გამოცდილება, საქმის სიყვარული, პროფესიონალი გუნდი და მეტი ინიციატივისკენ სწრაფვა,  საშუალებას გვაძლევს წინ ვიაროთ, ვიმოქმედოთ და არ გავჩერდეთ.  

WhatsApp Image 2020-08-27 at 6.38.21 PM.