ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლებული პირველი ტერიტორიაა, სადაც საქართველოს მთავრობა პარტნიორის სახითაა წარმოდგენილი.
 

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოში თავისუფალი ზონების ინტერესებს  წარმოადგენს და მსოფლიო ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნის როლის საერთაშორისო დონეზე გაზრდას ხელს უწყობს. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიები წარმატებით ახორციელებენ სავაჭრო-საწარმოო ბიზნესს, მათ შორის  იმპორტის, რე-ექსპორტის და ექსპორტის პროცედურებს. 

2020 წლიდან საქართველოში World FZO-ის ოფიციალური წარმომადგენელი სწორედ ფოთის თიზ-ი გახდა. თავისუფალი ზონების მსოფლიო ორგანიზაცია (World FZO) უმსხვილესი საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელშიც მსოფლიოს 2660 თავისუფალი ზონიდან 1700 სუბიექტია გაერთიანებული. იგი თავისუფალი ზონების ინტერესებს მთელ მსოფლიოში წარმოადგენს და მსოფლიო ეკონომიკაში მათი როლის  გასაზრდელად, საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობას უწყობს ხელს.   
 

თავისუფალი ზონის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიერ არაერთი წარმატებულად განხორციელებული პროექტი იმის დასტურია, რომ ინვესტორთა მხარდასაჭერად და მათი დაცულობისთვის, საქართველოში  ყველა პირობაა შექმნილი.