სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების დამფუძნებლები და გუნდი

ივანე ჩხარტიშვილი

ნანა გოთუა

ნინო რაზმაძე

ბაია ჟუჟუნაძე

დამფუძნებელი

სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი

ფონდი "ქართული გალობა"

პროექტების მონიტორინგის ხელმძღვანელი

ფონდი „ქართული გალობა“ 

საზოგადოებასთან 

ურთიერთობის მენეჯერი

ქეთევან პეტრიაშვილი

ფონდი "აი ია"

დირექტორის მოადგილე

სალომე ბარბაქაძე

ფონდი "აი ია"

მრჩეველი

მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი

ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრის "ბეკარი" თერაპევტი, თანადამფუძნებელი

სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც ყველა წარმატებული, მზარდი კომპანიისთვის, ასევე ჩვენი ჯგუფისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ჯგუფი  სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს.

„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია. სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში, ჩვენ სხვადსხვა კომპანიებში დასაქმებული თანამშრომლებიც ჩართული გვყავს. ამით ვცდილობთ, ჩვენი ჯგუფი თითოეული წევრისთვის იყოს მეტი, ვიდრე დამსაქმებელი და კომპანია.

 

საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდის საქმიანობის მიზანია ქართული სიმღერა–გალობისა და ხალხური შემოქმედების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე, ქართული ტრადიციული მუსიკის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა.

ფონდის ისტორია მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობით და პროექტებით არის გამორჩეული. ფონდის ძირითადი საქმიანობა ქართული გალობის კვლევა, მგალობლების აღზრდა და ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვანი და უძველესი მიმართულების პოპულარიზაციაა.​ ფონდის დამფუძნებლების ინიციატივით, 2016 წელს დაწესდა არტემ ერქომაიშვილის სახელობის ყოველწლიური პრემია ქართული ტრადიციული გალობის საუკეთესო შემსრულებელთა და მკვლევართა გამოსავლენად.

Untitled-2 (1).png
 
aiia.jpg

სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ 2016 წლის 14 აპრილს ბიზნესმენმა და მეცენატმა ვანო ჩხარტიშვილმა მეუღლესთან, ნანა გოთუასთან ერთად დააფუძნა. ფონდის მიზანია, მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის სისტემის შექმნის, საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით, სმენადაქვეითებულ ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ფონდის საბჭოს საპატიო წევრები არიან: ქეთევან ნემსაძე, შოთა ჯაფარიძე, ივანე ქევანიშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი, ვახტანგ კახიძე, მისი უდიდებულესობა, მონაკოს პრინცესა, შარლინ უოტსტოკი.

 

„ბეკარი“ საქართველოსა და ამიერკავკასიაში მუსიკით მკურნალობის მეთოდზე დაფუძნებული პირველი ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრია. მუსიკათერაპია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ფორმაა და გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა დარგში. „ბეკარში“ აპრობირებული ნორდოფ-რობინსის მუსიკათერაპიული მეთოდი ერთ-ერთი მოწინავეა, ეს არის აქტიური ინტერაქციული თერაპიული პროცესი, რომელიც წარიმართება თერაპევტსა და თერაპიის მიმღებ ინდვიდს, ან ჯგუფს შორის.  ბეკარის მულტიდისციპლინარული გუნდის სპეციალისტები ეხმარებიან სხვადასხვა ტიპის, მდგომარეობისა და დარღვევის მქონე ნებისმიერი ასაკის ინდივიდებს და ჯგუფებს - სხვადასხვა სამეციდინო მდგომარეობებით, განვითარების დარღვევებით, სპეციალური საჭიროებებით, ტიპური მდგომარეობით ყოველდღიურობაში ბიო-ფსიქო-სოციალური სირთულეებით, ქცევითი, ემოციური და პიროვნულ-სოციალური სფეროს თავისებურებებით და სხვა.

 
29388684_336805976829209_822595583615382

სპორტი ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილია,მომავალი თაობის სწორი აღზრდისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ჯგუფი პატრონაჟს და სპონსორობას უწევს  რაგბის ახლადშექმნილ სკოლას - „ძმები“.

 

რაგბის სკოლაში 6 -დან 12 წლამდე ბავშვებისთვის თეორიული და პრაქტიკული ვარჯიშები ტარდება. სკოლა უსაფრთხო და კეთილმოწყობილ სპორტულ ბაზაზე, ქალაქის ცენტრში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მუშტაიდის პარკში მდებარეობს ვარჯიშებს ლიცენზირებული და გამოცდილი მრწვთნელები უძღვებიან. სპორტული პროგრამა ასევე, მოიცავს ვარჯიშებს, რომელსაც ეროვნული ნაკრებიდან და სხვა გუნდებიდან მოწვეული მორაგბეები ატარებენ. სკოლა ყველა საჭირო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარითაა აღჭურვილი. ასევე, სრულად დაცულია უსაფრთხოება.