ქართულ ბაზარზე „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით, საკმაოდ მრავალფეროვანი პორტფელის მფლობელია. დღეისათვის, ჯგუფის მართვაში  7 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო კატეგორიის პროექტი შედის, როგორც თბილისში, ასევე კახეთში, კერძოდ, შილდასა და სიღნაღში. ჩვენთან დასაქმებული თითოეული თანამშრომელი, ხარისხის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტებს მკაცრად იცავს.  როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიციის საუკეთესო კუთხით წარმოჩენა, მთელი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია. 
 

გარდა ჩვენს მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე სტუმრობისა, მომხმარებელს  სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით, სრულ მენეჯმენტ სერვისს ვთავაზობთ - პროცესის დაგეგმვიდან, ბიზნესის მართვით დასრულებული, მოთხოვნის მიხედვით.

რესტორანი "ლაგაზა"

ქალაქში, სადაც ტრადიციული რესტორნები ჭარბობს, „ლაგაზა“ თავისი გემრიელი სასმელითა და კერძებით, დახვეწილი ინტერიერითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით გამოირჩევა. ეს ის ადგილია, სადაც ქართული ხამონის გემოს კარგად შეიგრძნობთ. ინტერიერი თვალისმომჭრელია, ხოლო მისი თემატურობა ესპანურ სტილშია გადაწყვეტილი.  გახსნის დღიდან მოყოლებული, „ლაგაზა“ ტრადიციულ კერძებს თანამედროვე ელემენტებით აზავებს. რესტორანი თავის სტუმრებს სთავაზობს პირველ ქართულ ხამონს - „ლაგაზა“ რომელიც ასევე რესტორნის სახელის მატარებელია.

  • Facebook
  • Instagram

რესტორანი "შილდა"

ეს უნიკალური ადგილი მოქცეულია მევენახეობის ერთ-ერთ ყველაზე სპეციფიკურ ზოლში - ქინძმარაულის მიკრო ზონაში. რესტორნის გასაოცარი ადგილმდებარეობა გამოირჩევა პანორამული ხედებით კავკასიონის დიდ ქედზე. მწვანე გარემო კი, განსაკუთრებულად მიმზიდველია. „მეღვინეობა შილდა“, ამ მხრივაც საუცხოო ადგილია. რეგიონში, სადაც ტრადიციული რესტორნები ჭარბობს, „მეღვინეობა შილდა“ თავისი გემრიელი სასმელითა და კერძებით, დახვეწილი ინტერიერითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით გამოირჩევა. ჩვენს რესტორანში სტუმრებს გემრიელი კერძების, ღვინის, კონიაკის და ბრენდის დაგემოვნებასთან ერთად, ქართული ფოლკლორული „ანსამბლი შილდა“-ს პოლიფონიური სიმღერებს შეუძლიათ ეზიარონ.

  • Facebook
  • Instagram
  • 9

რესტორანი "კო კო კო"

ქათმის კერების ყველაზე საინტერესო ასორტიმენტით დაგხვდებათ მოდერნ-ამერიკულ სტილში გადაწყვეტილი რესტორანი- კო კო კო. ეს რესტორანი დააკმაყოფილებს ყველა გურმანს რომელიც ქათმით შექმნილი სხვადასხვა კერძის მუდმივ ძიებაშია. 

რესტორან კოკოკოში დაგხვდებათ ქათმის ფრთებით მომზადებული ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი. უგემრიელესი დესერტები და განსაკუთრებული შეიკები, უალკოჰოლო და ალკოჰოლური კოქტეილები. სპეციალურად ვეგეტარიანელებისთვის შექმნილია სხვადასხვა სახის ბურგერი. მენიუ სრულად შედგენილია მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტით. კოკოკო როგორც ბავშვების, ასევე უფროსების, ოჯახების და სამეგობროების შეხვედრის საუკეთესო ქათმის რესტორანია.

  • Facebook
  • Instagram

რესტორანი "თანგ"

ჩინური სამზარეულოს მოყვარულებს გიმასპინძლებთ, რესტორნის კონცეპცია დიზაინერ ლადო ლომითაშვილთან კოლაბორაციით შეიქმნა, შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ, ყველა დეტალი, ელემენტი, კონტური, ერთმანეთთან ჰარმონიულ ბმაშია. განსაკუთრებული განათება, ინტერიერი და მენიუ, თანგში სტუმრობისას, მყუდრო გარემოს შეგიქმნით და მრავალფეროვანი კერძებით დაუვიწყარს გახდის თქვენ სუფრას. რესტორანს შეგიძლიათ ეწვიოთ დღის ნებისმიერ შუალედში, ჩვენი შეფის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი არჩევანი დააკმაყოფილებს ჩინური სამზარეულოს ნებისმიერი მოყვარულის გემოვნებას.

  • Facebook
  • Instagram