„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ საცალო ბიზნესის მიმართულებით დიდ ბრიტანეთში,  რამდენიმე ცნობილი ბრენდით არის წარმოდგენილი. ესენია: ESHVI და ESHVI KIDS.  ამ კომპანიებს და მათ პროდუქციას ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც კარგად იცნობენ.​ მათი მომხმარებლები მსოფლიოში ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სხვადასხვა სფეროში გამოჩენილი ადამიანები არიან.

Eshvi

„Eshvi“ სამკაულების ბრენდია, რომელიც 2012 წელს „სმარტ კაპიტალ ჯგუფი-ს“ მიერ ბრიტანეთში დაფუძნდა.

მისი პროდუქცია ხშირად არის სხვადასხვა ქვეყნების მოდის კვირეულებზე წარმოდგენილი. ასევე, მათი შეძენა მსოფლიოს სამოცამდე მაღაზიაშია შესაძლებელი. 2020 წელს, კომპანიის დამფუძნებლებმა, სახელმწიფოს დახმარებით, ნახევარი მილიონი ლარის პროდუქცია გაიტანეს ექსპორტზე.

  • Facebook
  • Instagram
  • 9

Eshvi Kids

„Eshvi Kids” საბავშვო ტანსაცმლის ბრენდია. მასალა რომლითაც ტანსაცმელი იკერება, ნატურალური და ანტიალერგიულია. კოლექციის შექმნისას მხოლოდ ორგანული ბამბა და  100%-იან ნატურალური ტილო გამოიყენება, რომელსაც კომპანიის დაკვეთით აწარმოებენ.

2020 წელს, "Eshvi Kids”-ის მიერ წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზეც კი გავიდა. ამავე წელს, ბრენდმა მონაწილეობა მიიღო ისეთ მასშტაბურ გამოფენაზე, როგორიც „Pitti Bimbo-ა“.

  • Facebook
  • Instagram
  • 9