შილდა ჯილდო.jpg

გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ ქვევრის ღვინოს საერთაშორისო კონკურსზე,  ჩვენს ჯგუფში შემავალი „მეღვინეობა შილდას“ 2019 წლის მოსავლის ღვინოები, - „რუსთაველი საფერავი ქვევრი“ და „რუსთაველი ქისი ქვევრი“ 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

 

ქვევრის ღვინოს საერთაშორისო კონკურსი ასოციაცია “ქართული ღვინოს” ორგანიზებითა და ღვინის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეხუთედ ჩატარდა.

კონკურსის მიზანია, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, როგორც ქართული ასევე უცხოური, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.

 

მთელ შილდას გუნდს ვულოცავთ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას!

134665004_1193966247666078_4489010916565

CSR

4 იანვარი 2021

"აი ია" 2020 წელს განხორციელებული პროექტები

134111155_2279367138854122_9201416231309

CSR

4 იანვარი 2021

ფონდი "ქართული გალობა" 2020 წელს განხორციელებული პროექტები

5.jpg

CSR

4 იანვარი 2021

მონაკოს პრინცესას საქველმოქმედო ვიზიტი საქართველოში ფონდ „აი იას“ ეგიდით

ვრცლად