_70A3158 copy.jpg

საქართველო ცნობილია სტუმარმასპინძლობით. ის ღვინის უძველესი სამშობლოა.  ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონი კახეთია, შილდა კი, მისი მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი. სწორედ აქ, შილდაში, უახლესი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიით აღჭურვილ ქარხანაში ჩვენი ჯგუფი  უძღვება მეღვინეობას. წარმოებაში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ჩვენი პროდუქტი იმ ტრადიციების საფუძველზე იქმნება, რომელიც არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ძვირფასია. ასეთი  ღვინით გამასპინძლება ყოველთვის სიამაყით შეგვიძლია.

მეღვინეობა "შილდა"

მეღვინეობა შილდა 2015 წელს შეიქმნა. თუმცა, ღვინის სიყვარული და ტრადიციები საუკუნეებს ითვლის. მეღვინეობა განთავსებულია კახეთის რეგიონში, სოფელ შილდაში და აღჭურვილია თანამედროვე იტალიური და ფრანგული ენერგო ეფექტური დანადგარებით. მეღვინეობის გუნდი ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობით არის წარმოდგენილი. რომელთა დაუღალავი შრომით კომპანია ცდილობს აწარმოოს უმაღლესი ხარისხის ღვინო, ბრენდი და ჭაჭა. მეღვინეობა შილდას მთავარი ღირებულებაა ძველი ტრადიციების შენარჩუნება და ამ მემკვიდრეობის ახალი ინიციატივებით, ხედვებით განვითარება.

  • Facebook
  • Instagram
  • 9
qVtPlZKD.jpeg

პრინცი იოანე ბაგრატიონი - პრემიუმ კლასის ღვინო

საქართველოს სამეფო ოჯახის წევრმა, პრინცმა იოანე ბაგრატიონმა მეღვინეობა შილდასთან ერთად სამეფო ღვინის ახალი ბრენდი შექმნა. ბრენდი აერთიანებს სხვადასხვა სახეობის პრემიუმ კლასის ღვინოებს.  მთავარი მიზანი, უმაღლესი კლასის ღვინის შექმნით, ქვეყანაში ღვინის წარმოების გამდიდრება და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან კულტურაში საკუთარი წვლილის შეტანაა. 

 

საქართველოში მეღვინეობა 8 000 წლის წინ წარმოიშვა, რაც UNESCO-ს მიერ აღიარებული და დადასტურებულია. ბაგრატიონთა საგვარეულო კი ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტიაა მსოფლიოში, რომელსაც ქართული ღვინის წარმოებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილის ხანგრძლივი ისტორია აქვს. პრინცი იოანე იცავს ქართული მეღვინეობის ტრადიციულ მეთოდებს და ამავდროულად სძენს ახალ სიცოცხლესა და ინოვაციას. 

  • Facebook
  • Instagram

რუსთაველი

მეღვინეობა „შილდა“-ს ერთ-ერთი ბრენდია „რუსთაველი“. ამ სახელის ქვეშ გაერთიანებულია, როგორც  ქართული ვაზის განსაკუთრებული ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოები, ასევე მრავალწლიანი დაძველების ე.წ საოჯახო მარაგის საკონიაკე ბრენდები.

ესენია, ორმოცდაათწლიანი დაძველების  კონიაკი "X.O.", ლიმიტირებული რაოდენობით საფერავი და ქვევრის საფერავი ასევე, ცოლიკაური, კრახუნა, შარდონე. ეს  ჯიშები საქართველოში მცირე რაოდენობით მოდის. სწორედ ამის გამო, „რუსთაველი“-ს ბრენდის ქვეშ ლიმიტირებული რაოდენობით წარმოებული განსაკუთრებული ღვინოების სპექტრია თავმოყრილი.

IMG_8935.jpg
WhatsApp Image 2020-10-13 at 3.39.42 PM.

"კაკაბაძე"

„კაკაბაძე“ ჩვენი მეღვინეობის განსაკუთრებული ბრენდია, რომელშიც წარმოდგენილია, არა მხოლოდ უძველესი ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოები, არამედ ცნობილი ქართველი მხატვრის, - დავით კაკაბაძის ნახატების სერიის, - „იმერული პეიზაჟების“ მიხედვით დამზადებული ეტიკეტები.

ამ ფორმით, გამოხატულია ორი ეროვნული მნიშვნელობის კულტურის, - ღვინისა და ხელოვნების ტანდემი. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ნამუშევრების ეტიკეტზე დატანის უფლება ექსკლუზიურად მხატვრის ოჯახის თანხმობის საფუძველზე მიიღო.

მეღვინეობისთვის, ისევე როგორც მთელი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ხელოვნების და ტრადიციების ახალი ინიციატივებით, პროექტებით, ხედვებით განვითარება. ამგვარი დამოკიდებულებით მომავალ თაობას ვუზიარებთ საუკუნოვანი ტრადიციას, რომელიც გრძელდება და ვითარდება.

  • Facebook
  • Instagram
  • 9